ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს.

ქართული საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა აჭარაში საგანმანათლებლო სისტემის დაფუძნება და განვითარება. 1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. გიმნაზიის შენობის გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა. სასწავლებლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სპორტული დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე – ეკლესია, სააქტო დარბაზი, რვა საკლასო ოთახი, სამხატვრო კლასი, ფიზიკის კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა. იგი პირველი საფეხურის სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა.

ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის, რომლებსაც 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის, ხოლო 1938 წელს – რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც. 

1938 წელს ინსტიტუტს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი.

სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო ხუსეინ ნაკაიძე. სამეცნიერო კადრებით უზრუნველყოფისათვის სასწავლებელს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა, უპირველესად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იმ დროისათვის – სამასწავლებლო ინსტიტუტში) მოღვაწეობდნენ ქართული მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენლები: გიორგი ახვლედიანი, გიორგი წერეთელი, იასე ცინცაძე, სარგის კაკაბაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი თავზიშვილი, რაჟდენ ხუციშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ვუკოლ ბერიძე, შოთა ძიძიგური და სხვები. მათი დამსახურებაცაა, რომ ახლად დაარსებული უმაღლესი სკოლა მალე დადგა ფეხზე, ჩამოყალიბდა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის სისტემა, დაიწყო ადგილობრივი სამეცნიერო კადრების ზრდა – 1943 წლისათვის ინსტიტუტში უკვე 5 მეცნიერებათა კანდიდატი იყო.

1935 წლის ივლისში შეიქმნა მოსამზადებელი კურსები, რამაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან აბიტურიენტთა მოზიდვას. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ სასწავლო წელს ინსტიტუტში განცხადება შემოიტანა ექვსასმა აბიტურიენტმა და მათგან ჩაირიცხა 219.

1945 წლის ივნისში ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა პედაგოგიური ინსტიტუტი. დაიწყო მისი რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა. 1956 წელს ექსპლუატაციაში შევიდა განახლებული შენობა, თუმცა ინსტიტუტის ზრდის კვალობაზე ესეც აღარ იყო საკმარისი და 1977 წელს დაიწყო ახალი, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 1982 წელს დასრულდა. 

საბჭოთა იმპერიის რღვევისა და დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ბრძოლის შედეგად რეალობად იქცა დიდი ივანე ჯავახიშვილის ოცნება: „საქართველოში თუ იქნება მეორე უნივერსიტეტი, ის ბათუმში უნდა გაიხსნას“.

Blog

მუსიკალური განათლება

თუ ბავშვი მუსიკალურ განათლებას მიიღებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მაგანი მუსიკოსი უნდა გამოვიდეს. მაგრამ, მათი აღზრდისთვის, შინაგანი კულტურისთვის, ესთეტიკისა და კარგ მსმენელად ჩამოყალიბებისათვის, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან კარგია, თუ ბავშვმა ინსტრუმენტზე დაკვრა Read more

ინტერიერის დიზაინი

სასწავლო ან ინფორმაციული ტექსტის თვალსაზრისით, ინტერიერის დიზაინი ბევრად ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ავეჯის და ფერების არჩევა. ინტერიერის დიზაინი არის სივრცის შექმნის კომპლექსური პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ფსიქოლოგიურ, სოციალური და ესთეტიკურ საჭიროებებს. მისი მთავარი მიზანია შექმნას გარემო, Read more

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური კომუნიკაციის სახეობა, რომელიც მოიცავს ტექსტის, გამოსახულების, ფერისა და ფორმის გამოყენებას ინფორმაციის გადაცემისა და ვიზუალური გამოცდილების შექმნის მიზნით. მისი მიზანია იდეების ვიზუალურად ეფექტური, საინტერესო და გასაგები ფორმით წარმოჩენა. მეტის სანახავად დააჭირეთ მეტი Read more

Get in Touch