თუ ბავშვი მუსიკალურ განათლებას მიიღებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მაგანი მუსიკოსი უნდა გამოვიდეს. მაგრამ, მათი აღზრდისთვის, შინაგანი კულტურისთვის, ესთეტიკისა და კარგ მსმენელად ჩამოყალიბებისათვის, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან კარგია, თუ ბავშვმა ინსტრუმენტზე დაკვრა იცის. თუმცა, მუსიკალური განათლება ერთი დარგია, ვოკალური განათლება კი – მეორე. მართლაც რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვები არიან, რომელთა შემთხვევაში, მშობლის ყურადღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ მშობლებს სხვადასხვა სტუდიაში მიჰყავთ, რომ კონცერტებზე ხშირად გამოვიდნენ, გაიხარონ შვილის სცენაზე დგომით, ტელევიზიაში მიწვევით. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია. მაგრამ, შესაძლოა, ამ დროს ბავშვში იმალება ისეთი ვოკალური პერსპექტივა, რომელსაც სხვა ტიპის, უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება. არავოკალისტები ბავშვებს ვოკალსა და სიმღერაში ხშირად ამეცადინებენ, რაც დაუშვებელია. ამ გზით მოსწავლეებს რესურსები ეკარგებათ და არასწორად ვითარდებიან.

თუ მშობელი ხედავს, რომ მისი შვილი პატარა ასაკიდანვე მღერის, უსმენს მუსიკას, მელოდიებს იმეორებს, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს. პროფესიონალ პედაგოგთან მიიყვანოს და ნიჭის განვითარებას ხელი შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ნიჭი დაგვეკარგოს.

რამდენიმე წლის წინ რომში, იტალიაში, საერთაშორისო კონკურსზე ვიყავი, სადაც მსოფლიოში აღიარებული სოპრანო, რენატა სკოტო, იყო. როდესაც გავიცანი, გავესაუბრე და ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავი, ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარული გამოხატა და მითხრა: “თქვენ სიმღერის მიწიდან ხართ წამოსულიო”. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართული გენი განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. ჩვენი ჩანაწერები კოსმოსში ტყუილად არაა გაგზავნილი. ამიტომ, ყურადღებით იყავით და თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს ნიჭი აქვს, თუნდაც ჩვენთან, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში მოიყვანეთ, სადაც ვოკალური განყოფილებაა, კონსერვატორიის პედაგოგები ვმუშაობთ და ძალიან მონდომებულები ვართ. ვამზადებთ ბავშვებს საკონსერვატორიო და შემდეგ უკვე საოპერო სცენებისათვის.

ინფორმაციულ წყაროს წარმოგიდგენთ ვიდეოს სახით, რადგან მეტად გასაგები იყოს თქვენთვის რა დანიშნულება აქვს მუსკალურ განათლებას. იხილეთ ვიდეო:

იტალიის დედაქალაქი რომი ტურისტების საყვარელი ქალაქია, მას ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ეს ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიით, კულტურით, ღირსშესანიშნაობებით და ის მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების სიაშია შეყვანილი.


0 Comments

Leave a Reply

Avatar placeholder

Your email address will not be published. Required fields are marked *